„5 ოქტომბრის აქცია, ივანიშვილის ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლამდე რამდენიმე დღით ადრე ტარდება და ვიმედოვნებთ, რომ შსს და ყველა უწყება რაიმე სისულელეს არ ჩაიდენს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შს სამინისტროში შესვლამდე განაცადა.
პარტიის წევრები გიგა ბოკერია, ნიკა მელია და გიორგი ტუღუში შს სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ხვდებიან. შეხვედრაზე განიხილავენ 5 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე უსაფრთხოების ნორმებს.
„5 ოქტომბერს დასკვნით, მასშტაბურ, კამპანიურ შეკრებას ვგეგმავთ ვარდების მოედანზე, სადაც თავს მოიყრის ჩვენი მხარდამჭერების უამრავი რაოდენობა. ეს მოითხოვს ორგანიზაციული საკითხების შეთანხმებას, რათა ყოველგვარი გაუგებრობა თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.