aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შალვა რამიშვილი და ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2”-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

დილიდან ორ სხვადასხვა ბრიფინგზე სამაუწყებლო კომპანია”რუსთავი 2″  საზოგადოების დეზინფორმირებაში დაადანაშაულეს:

ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა  და “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ტელეკომპანიამ საზოგადოებას გააცნო სოციოლოგიური კვლევის გაყალბებული მონაცემები, რაც მათი თქმით,  ე.წ. რევოლუციური სცენარის ნაწილია.

“გაყალბებულია ის მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ რუსთავი 2-ის მეშვეობით შემოგვთავაზეს, ეს კვლევა ნაცმოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებულმა ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციამ ჩაატარა, სავლე სამუშაოები მის მიერ ჩატარდა, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პოლიტიკური აფინაციის შესახებ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ზოგადად მიჩვეულები ვართ ნიკა გვარამიასგან, რუსთავი 2-ის მხრიდან სიყალბეს, აქედან გამომდინარე, ყურადღებას არ გავამახვილებდით, რომ არ იყოს ეს ყველაფერი ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოაზრებული აქვთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, მათ შორის ნიკა გვარამიას. ამ რევოლუციური სცენარს საქართველოში განხორციელება არ უწერია, მათ შორის ნიკა გვარამიას. რუსთავი 2ს მოვუწოდებთ ბოდიში მოუხადოს ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისთვის,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა რამიშვილის განცხადებით კი, GFK-ს კვლევის მონაცემების მიხედვით, რომელიც დღეს გაიხსნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ 12,5 % აქვს და არა 26 %, როგორც ეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

„ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კი  ნოტარიუსთან დალუქული და “რუსთავი2“-ის მიერ  გავრცელებული მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა და  25,4 %-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემები, ნოტარიუს ნინო ხოფერიასთან დღეს ჟურნალისტებთან ერთად გაიხსნა.

იტვირთბა....