„მინდა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს, შენ არ გაქვს იმის ვაჟკაცობა, რომ საქართველოში ჩამოხვიდე”- ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ციხეში ჩაჯდება.
„მინდა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს, შენ არ გაქვს იმის ვაჟკაცობა, რომ საქართველოში ჩამოხვიდე. მაგრამ თუ გაბედავ და ჩამოხვალ, დიახ, ამჯერად ნამდვილად, მე და ყველა ის ადამიანი, ვინც 26 მაისს ვიდექით შეუდრეკლად და კიდევ ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, დაგვხდებით და წაგიყვანთ იქ, სადაც შენი ადგილია.
დიახ, შენ ჩაჯდები ციხეში, თუ გაბედავ და საქართველოში ჩამოხვალ, მოგიჯდებიან გვერდით ის ადამიანები, ვინც შენთან ერთად ჩადიოდნენ დანაშაულს და ამას მე აუცილებლად ვუზრუნველვყოფ“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.