ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„უნდა მოხდეს ქალაქის პიკეტირება“: რას ყვება „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი

“თავისუფალ ზონა” კიდევ ერთმა აქტივისტმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა დატოვა.  მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელის, კობა ხაბაძის მიერ გამართულ თათბირზე შემდგარი საუბრის დეტალები გაახმაურა.

„თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელი კობა ხაბაზის მიერ თათბირებზე არაერთხელ იყო გამოთქმული, რომ შესაძლოა, ჩვენ წავაგოთ არჩევნები. კობა ხაბაზის განცხადებით, არჩევნებს რომ წააგებს „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა დანებდეს და უნდა იყოს უფრო აგრესიული სახის განვითარება. ეს ნიშნავს, რომ „თავისუფალი ზონის“ და ორგანიზაციის „საქართველოს ერთგულების სახელით“ შექმნილმა ჯგუფმა, რომლებიც არის ავტომობილებით დაკომპლექტებული, უნდა გამოიწვიოს რაც შეიძლება მაქსიმალური დაძაბულობა ქალაქში. თბილისში ლოკაციის სამი წერტილი იქნება. ეს არის: თავისუფლების მოედანი, სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია და თბილისის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. უნდა მოხდეს ქალაქის პიკეტირება და სამოქალაქო დაპირისპირებაც კი. შესაბამისად, შესაძლებელია, მოხდეს ისეთი რამ, რა დავალებაც იყო ამ თათბირებზე. თათბირებს საქართველოს პარლამენტის წევრები აკო მინაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი, ასევე ნინო ნიკოლაიშვილი ესწრებოდნენ. ამ თათბირებზე გაჟღერდა, რომ აქციის მონაწილეებმა საკუთარი ავტომობილები თავად უნდა დაწვან. ამ ავტომობილების საბაზრო ფასი დადგენილია და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ აუნაზღაურებს იმ ავტომობილების ღირებულებას ან შესაბამისად, ავტომობილს უყიდის. ეს არის საკმაოდ მძიმე და არაკანონიერი ქმედება“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

იტვირთბა....