ქუთაისში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისი დაარბიეს.
პარტიის წევრების განცხადებით, მათ დილით ოფისი დარბეული დახვდათ. მაჟორტარობის კანდიდატის ზვიად ბაღდავაძის თქმით, წაღებულია მხოლოდ ძველი სიები.
,,დილით რომ მოვედით ოფისი დარბეული დაგვხვდა. წაღებულია მხოლოდ ძველი სიები და ტელეფონის ნომრები. როგორც ვიცი, არიან თვითმხილველებიც“, – განაცხადა ზვიად ბაღდავაძემ.