საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბურჭულაძემ ქართულ პოლიტიკაში რეკორდი დაამყარა:
“ქართველები მართლაც ნიჭიერები ვართ. ბურჭულაძემ მაგარი რეკორდები დაამყარა. ასეთ მოკლე დროში, კაცმა თავი გაიფარჩაკოს, როგორც მან, იშვიათია. სერიოზულად მის განცხადებებს ვერ ვუპასუხებ. ისინი ჩემს დებატებში ჩართვას ცდილობენ და ამით უნდათ, იმიჯი გაიუმჯობესონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიას, “გირჩი” რამდენიმე დღის წინ გამოეყო. პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ “გირჩის” მიერ, ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან “გირჩი” ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსდება.