ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 16.4%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი სექტემბრისთვის კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 421 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 16.4%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 1%-ით მეტია.

ამ 421 მილიონი ლარის 62% უცხოურ ვალუტაში ნომინირებულ სესხებზე, 37.5% კი ლარში ნომინირებულ სესხებზე მოდის. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ვადაგადაცილების ზრდა ლარის გაუფასურებას უკავშირდება. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო ვადაგადაცილებული სესხების უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ნაწილი გაიზარდა.

იტვირთბა....