სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრები, რომლებმაც ორგანიზაციის დატოვების მიზეზებთან დაკავშირებით დღეს ხმაურიანი განცხადება გააკეთეს, გამოკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარატმენტის მიერ ბესო კალაძე და პრესკონფერენციაში მონაწილე სხვა პირები გამოკითხვაზე არიან დაბარებულები“. – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, ”თავისუფალი ზონის” წევრებმა – ბესო კალაძემ, მარიამ კოხრეიძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადეს, რის მიზეზადაც მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან დავალების მიღება დაასახელეს.