ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სუსი-ს შემოგზავნილ პროვოკატორებზე კომენტარს არ ვაკეთებ“

“თავისუფალი ზონის” წევრების მიერ ორგანიზაციის დატოვების ფაქტს “ნაცმოძრაობის” წევრი ოთარ კახიძე აფასებს:

“არავითარ არეულობას “ნაციონალური მოძრაობა” არ გეგმავს. ჩვენ მშვიდად, წყნარად გავისტუმრებთ ხელისუფლებას არჩევნების გზით. სუსი-ს  შემოგზავნილი პროვოკატორების მხრიდან გაკეთებულ ოპერაციაზე სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. სუსი-ს შემოგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც აკეთებენ უსაფუძვლო განცხადებებს, მათზე კომენტარს არ ვაკეთებ”, -განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, “თავისუფალი ზონის” გლდანის რაიონული განყოფილების წევრებმა ორგანიზაცია დატოვეს. მათი განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს „თავისუფალი ზონა“  არჩევნების შემდეგ, დესტაბილიზაციის მოსაწყობად სჭირდებოდა. ამავდროულად, მათი გაცხადებით, საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია – “საქართველოს ერთგულების სახელით”, რომელსაც უშუალოდ აქვს დავალებული არჩევნების შემდეგ, ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზავიის მოწყობა.

იტვირთბა....