აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„თავისუფალი ზონა“ რამდენიმე წევრმა დატოვა: სააკაშვილმა მითხრა, ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით

 

„თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ბესო კალაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე წევრთან ერთად ”თავისუფალი ზონას“ ტოვებს.

მისი განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი არჩევნების შემდეგ დაგეგმილი სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაა:

„ორგანიზაციის „საქართველოს ერთგულების სახელით“ მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა. აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას აპირებს. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო. მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა.

მე ვაფრთხილებ „ნაციონალურ მოძრაობას“: თუ ჩემი გუნდის რომელიმე წევრს რაიმე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ „ნაციონალურ მოძრაობას“. მე ვაფრთხილებ საზოგადოებას: არ აჰყვნენ პროვოკაციას და „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ წევრებს ვთხოვ დატოვონ ეს უკვე დანაშაულებრივი ორგანიზაცია“, – განაცხადა ბესო კალაძემ.

„თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წევრები უახლოეს დღეებში ბრიფინგის გამართვას გეგმავენ, სადაც დეტალურად ისაუბრებენ, თუ რა იგეგმებოდა უკრაინიდან საქართველოში 9 ოქტომბერს.

ბესო კალაძის გარდა დღეს ”თავისუფალი ზონა“ დატოვეს ორგანიზაციის წევრებმა: მარიამ კოხრეიძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა.

„მეტრონომი“ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კომენტარის მოპოვებას.

იტვირთბა....