საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
დიპლომატიური უწყების ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების გარდა საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა კონტინენტების ქვეყნებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, მათგან 15 ქვეყანასთან წარმატებით დასრულდა.
ეს ქვეყნებია:
• ბოლივია
• გვატემალა
• გრენადა
• დომინიკის თანამეგობრობა
• ეკვადორი
• პარაგვაი
• პერუ
• სენტ კიტსი და ნევიზი
• სენტ ლუჩია
• სურინამი
• ჰონდურასი
• პალაუ
• ტუვალუ
• ფიჯი
• ვანუატუ
უახლოეს თვეებში საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ.
ინფორმაცია საქართველოს დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში არსებული უვიზო რეჟიმის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველო შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებას წლის ბოლომდე ელოდება.
იტვირთბა....