სასტუმრო Hampton by hilton–ის მშენებლობა თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ნოემბერში დაიწყება. როგორც ბიზნესმენი დავით კოდუა აცხადებს, სასტუმროს ასაშენებლად მერიისგან ნებართვას ელოდება.
3-ვასრკვლავიანი სასტუმრო 130 ნომარიანი იქნება და მასში ინვესტიციის სახით 7 მილიონ დოლარამდე ჩაიდება.
„შენობის უკან იყო 2 გამხმარი ხე, რომლის მოჭრის ნებართვა მივიღე, თანხაც გადავიხადე და მერე უარი მითხრეს. ახლა შენობის პროექტის კორექტირებას ვაკეთებ, რომ 130 ნომერი გამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მართვაში Hilton არ შემოდის“, – აცხადებს ბიზნესმენი.
მისი თქმით, მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ სასტუმროს მშენებლობა 9 თვეში დასრულდება, შემდეგ კი შიდა სარემონტო სამუშაოები დაიწყება.