ისრაელსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს. საქართველოში ისრაელის ელჩმა „ბიზნესკონტრაქტთან“ განუცხადა, რომ იგი უახლოეს პერიოდში ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას გეგმავს, სადაც ამ საკითხზე ისაუბრებს.
„როდესაც ეკონომიკის მინისტრს შევხვდები, ამ თემაზე ვისაუბრებთ. ასევე, ჩვენი ეკონომიკის მინისტრი ისრაელიდან საქართველოში ჩამოვა და ქართველი მინისტრიც მიწვეული იქნება ისრაელში. ასე რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ადრე საქართველოდან მხოლოდ ერთი კომპანია დაფრინავდა, დღეს ექვსი კომპანია დაფრინავს და ასევე განვითარდება ბიზნესი და ვაჭრობა. დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის ტურიზმი ვითარდება და სავაჭრო ურთიერთობებიც გაიზრდება, ვინაიდან ჩვენს ქვეყნებს 2600 წლიანი ისტორია აკავშირებთ“. – განაცხადა ელჩმა.
შაბთაი ცური ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდიდან შეიძლება, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.