ამერიკელმა სამართალდამცავებმა, ვაშინგტონის შტატ ქალაქ ბერლინგტონში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიციის ინფორმაცით, დაკავებული 20 წლის არკან ჩეტინია.
Reuters-ის ცნობით, თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. FBI -ში ტერორისტულ აქტს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ დაკავებული მარტო მოქმედებდა.
შეგახსენბეთ, გუშინ Cascade Mall-ში მომხდარ თავდასხმა ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილთა შორის დედა-შვილი არიან.