“ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს საქართველო მაკროეკონომიკური გარემოთი”, – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქის მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.
“ერთ შეფასებას შეგახსენებდით კიდევ, საერთაშორისოს, მსოფლიო ბანკისგან დაფინანსებულს. საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, 137-ე ადგილზე ვიყავით 2012 წელს. დღეს ვუსწრებთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, თქმაც კი მერიდება, ამერიკასაც კი. ეს ხომ ჩემი მოგონილი არ არის და თქვენ კარგად მოგეხსენებათ”.-განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, ორგანიზაცია „მოქალაქის“ ინიციატივით ფორუმი “ეკონომიკური განვითარება – მიღწევები და პერსპექტივები” გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.