პარტია „ჩვენ სამშობლოში“ ტელეკომპანია „ქვემო ქართლის“ პირდაპირ ეთერში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ და ბურჯანაძის პარტიის წევრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
პარტიის თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილის განცხადებით, ბურჯანაძის პარტიის წევრმა დაგვანახა, რომ პოლიტიკური კულტურა არ გაგვაჩნია.
„ბურჯანაძის პარტიის წევრმა დაანახა, რომ არანაირი პოლიტიკური კულტურა არ გაგვაჩნია. ერთი ქმედებით ისე შეგვარცხვინა ქართველები, რომ დღეს ყველას გვიწევს დავაწყნაროთ აზერბაიჯანელი ერი, რომ არ გამოვიდნენ ქუჩებში,“ – განაცხადა პარტია ჩვენი სამშობლოს თავმჯდომარემ ზვიად ჩიტიშვილმა.
ბურჯანაძის პარტიაში კი აცხადებენ, რომ „ჩვენი სამშობლოს“ წევრების მოქმედება მხოლოდ წინასაარჩევნო პიარია.