აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ – პატარა ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ მათ Patriot-ების წარმოების უფლებას მივცემთ, ვაჩვენებთ, თუ როგორ აწარმოონ” – დონალდ ტრამპი

ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ანკარაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

„ამის დაჯერება ძნელია, არა? ოვალური კაბინეტიდან დღემდე, ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ. შესაძლოა ეს დასაწყისიც კი იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული დარტყმების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ეს ესკალაციაა, მაგრამ ესკალაცია, რომელმაც შეიძლება ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, შესაძლოა, აშშ-მა ევროპასა და უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიები მისცეს.

„პატარა ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ მათ Patriot-ების წარმოების უფლებას მივცემთ. ვაჩვენებთ, თუ როგორ აწარმოონ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....