აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპმა ნატო-ს მოკავშირეებს განუცხადა, რომ სურს აშშ ალიანსში დარჩეს – Reuters

დონალდ ტრამპმა ნატო-ს მოკავშირეებს განუცხადა, რომ სურს აშშ ალიანსში დარჩეს, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატო-ს ლიდერების დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მზად არის მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვა გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყენებენ მას.

წყაროს თქმით, დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე მოკავშირეებს განუცხადა: “ჩვენ თქვენთან დარჩენა გვსურს“.

ასევე, წყაროს ცნობით, შეხვედრაზე დონალდ ტრამპს ესპანეთის მიმართ კრიტიკა არ გაუმეორებია და არც გრენლანდიის საკითხის განხილვა ყოფილა.

იტვირთბა....