ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-მა ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ორმა მამაკაცმა 2016 წლის სექტემბერში დაამზადა და გაასაღა 300 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა.

უფრო ადრე კი, დაამზადეს და გაასაღეს 2000 ლარის ოდენობის ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები.

უწყების ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები რამდენჯერმე განმეორდა. დანაშული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....