თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის, საბურთალოს, გლდანის და ვაკის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. ხოლო 10 საათიდან 15 საათამდე – ქინძმარაულის II შესახვევის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III კვარტლების და პიკასოს ქუჩის მაცხოვრებლებს. 15 საათიდან 18 საათამდე კი, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის და სოფელ დიღმის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ქერჩის და კობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.
იტვირთბა....