აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აშშ-ის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და რკინიგზის ხიდებზე დარტყმები სამხედრო დანაშაულია” – ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აშშ-ის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და რკინიგზის ხიდებზე დარტყმები სამხედრო დანაშაულია, – ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირანის საგარეო უწყებამ აშშ-ის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დარტყმები დაგმო.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აშშ-ის ტერორისტული არმიის აგრესიულ თავდასხმას სამხრეთ სანაპირო პროვინციებსა და წმინდა ქალაქ მეშჰედისკენ მიმავალ რკინიგზის ხიდებზე, რაც სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს“, – აცხადებს ირანის საგარეო უწყება.

ასევე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ირანელი ხალხი თავისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას დაიცავს.

იტვირთბა....