ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი – ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე და უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ განათლების ყოფილი მინისტრის მოადგილის არჩევნებში მონაწილეობას აპროტესტებს სტუდენტების ნაწილი. მათი თქმით, გია შარვაშიძის კანდიდატურას ხელისუფლება ლობირებს და მისი გამარჯვებით უმაღლესი სასწავლებელი ავტონომიურობას დაკარგავს.
იტვირთბა....