23 სექტემბრიდან „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ ურუმჩის გავლით, პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით – ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ბოინგ-737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ახალი მიმართულების გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ აეროპორტის ტერმინალის შენობაში მიღებას გამართავს.
ურუმჩი-პეკინი-თბილისი საჰაერო ხაზის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 21:45 სთ-ზედაეშვება.