ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

საქართველოს ეკონომიკა მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. სტატისტიკის ბიუროს ცნობით, 2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა.

საქსტატმა ეკონომიკური ზრდის მონაცემები სექტორების მიხედვით გამოაქვეყნა, აღნიშნულ პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდა სამთომომპოვებელ სექტორში – 24% და მშენებლობის სექტორში  – 12% დაფიქსირდა. შედარებით დაბალი იყო ზრდა ჯანდაცვაში – 1% და სოფლის მეურნეობაში -1.7%. ეკონომიკის ორ სექტორში ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორებში კი ბრუნვის შემცირება დაფიქსირდა, შესაბამისად ამ სექტორების ზომა წინა წელთან შედარებით შემცირდა.

ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების ხუთეული:

სამთომომპოვებელი მრეწველობა – 24.1%

მშენებლობა – 12.8%

ფინანსური შუამავლობა – 9.8%

საფინანსო სექტორი – 9.4%

შინამეორუნეობების საქმიანობა – 9.5%

ყველაზე ნელა მზარდი სექტორების ხუთეული:

ტრანსპორტი – (-5.8%)

ვაჭრობა – (-2.8%)

ენერგეტიკა – 0.3%

ჯანდაცვა – 1%

სოფლის მეურნეობა – 1.7%

იტვირთბა....