2016 წლის 22 სექტემბერს თბილისში ავტრიის საელჩო გაიხსნება. მისიის ხელმძღვანელი ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო იქნება.
“როგორც ევროკავშირის ინიციატივის “აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წამყვანი პარტნიორი, საქართველო ავსტრიის მიერ მიჩნეულია მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე ქვეყნად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ამასთანავე საქართველო კვლავ რჩება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტულ ქვეყანად. გახსნის ცერემონია გაიმართება 2016 წ 22 სექტემბერს 10სთ-ზე.” – წერია საელჩოს განცხადებაში.

