ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრად „თელასის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დაინიშნა

სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სომხური მედიის ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე აშოტ მანუკიანი დაინიშნა, რომელიც 2012 წელს კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.

სომხეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 სექტემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე რუსული კომპანია „გაზპრომის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი კარენ კარაპეტიანი დაინიშნა.

იტვირთბა....