„კარდაკარის დროს ამომრჩევლებისაგან პირადი მონაცემები შეიძლება მოითხოვონ, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში საუბარია პირადი ნომრის და ასეთი ტიპის მონაცემების გამოთხოვაზე, ეს ჩვენთვის მიუღებელია“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ამით ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოქალაქეებთან მიდიან და პირადი მონაცემების გაცემას სთხოვენ.
„კარდაკარის დროს ამომრჩევლებისაგან პირადი მონაცემები შეიძლება მოითხოვონ, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში საუბარია პირადი ნომრის და ასეთი ტიპის მონაცემების გამოთხოვაზე, ეს ჩვენთვის მიუღებელია. თუკი ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, მზად ვართ, რეაგირებისათვის. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ცალკეულ შემთხვევებში იმპროვიზაციებს, მაგრამ ასეთ ფაქტებზე რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოქალაქეებთან მიდიან და პირადი მონაცემების გაცემას სთხოვენ, თუმცა არანაირ განმარტებას არ აკეთებენ, რისთვის სჭირდებათ პერსონალური ინფორმაცია.