ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სამხედრო პოლიცია სავსე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით“

“როდესაც თავდაცვის სამინისტროში დავიწყეთ სამხედრო პოლიციის დეპოლიტიზაცია, იქ ასეთი უმძიმესი სურათი და დანაშაულებრივი ქმედებები დაგვხდა, სამხედრო პოლიცია სავსე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით”, – ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ”TV პირველის” ეთერში, განაცხადა.

‘’როდესაც თავდაცვის სამინისტროში დავიწყეთ სამხედრო პოლიციის დეპოლიტიზაცია, იქ ასეთი უმძიმესი სურათი და დანაშაულებრივი ქმედებები დაგვხდა. სამხედრო პოლიცია სავსე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. მაშინვე გადავუგზავნეთ პროკურატურას, მაგრამ არც ერთი საქმე არ არის დღემდე გამოძიებული. მე და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ველოდებოდით, რომ პასუხი მიგვეღო და გამოძიება მისულიყო ლოგიკურ დასკვნამდე, რათა გამოევლინათ, ვინ ავრცელებდა ამ საშინელ ჩანაწერებს.

ველოდით, კონკრეტულად დაესახელებინათ, რომელი პიროვნება, ქვედანაყოფი, თანამდებობის პირი იყო პასუხისმგებელი ასეთი გაუგონარი ჩანაწერების ჩაწერა-შენახვაზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ იმ ხელისუფლებას ეკუთვნის, გასაგებია, მაგრამ კონკრეტიკაა საჭირო, კონკრეტული ადამიანები თუ არ დაისაჯნენ, სხვა დროსაც გაბედავს რომელიმე პოლიტიკური ძალა იგივეს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

როგორც მან განაცხადა, ჩანაწერების ნუსხა, რომელიც მას პირადად წარუდგინეს, არ უნახავს, რადგან მიიჩნევს, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა.

,,ეს იყო ის ნუსხა, რომელიც წარმომიდგინეს. პირადად მე არ მინახავს, არც მქონდა სურვილი და არც უფლება, რომ ეს კადრები მენახა. რამდენი დისკიც არსებობდა და ტექნიკური მახასიათებლები, მაშინვე შევაკვრევინე, გადავუგზავნე პროკურატურას და მოვთხოვე გამოძიება. ყოველ სამ თვეში ვკითხულობდი და ვახსენებდი, თუ როგორ მიდიოდა გამოძიება, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ვიცოდი, რომ ასეთივე მასალები იყო შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. რეალობა იყო უმძიმესი, ის რეჟიმი ამას სჩადიოდა… ეს იყო, ჩემი აზრით, დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ, მაგრამ არა ნაკლებ დამნაშავეა ის სტრუქტურა, ის ორგანიზაცია ან ჯგუფი, ვინც ამ მასალების გავრცელება დაიწყო’’, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

იტვირთბა....