26 მაისის საქმეზე გასაჯაროებულ ვიდეოკადრებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ეხმაურებიან. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროცესის მიმართ ბევრი კითხვა ჩნდება და ამ კითხვებს პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს.
„ამ კადრების საჯარო სივრცეში გამოჩენის დრო კითხვებს აჩენს, რომ ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს არა სამართლებრივ პროცედურებს, არამედ წინასარჩევნო პერიოდზე იყოს გათვლა. მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ ამ კითხვას დამაჯერებლად გასცეს პასუხი, რატომ არ იყო აქამდე ეფექტური გამოძიების შემთხვევაში, რატომ არ იყო მათთვის ეს ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომი. იმ პროცესთან მიმართებაში, რომელიც 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებების ეფექტურ გამოძიებას ეხება, პროკურატურამ და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო პროცესის ისე წარმართვა, რომ არ გაჩენილიყო შესაძლო შერჩევითი სამართლის შესახებ კითხვები,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ პროკურატურამ რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა მასობრივი დაკავების ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.