ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცენ საკუთარი პირადი მონაცემები

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცენ საკუთარი პირადი მონაცემები და განმარტავს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ან საჯარო მოხელეებს არ აქვთ უფლება მოქალაქეს ამგვარი ინფორმაციის გაცემა აიძულონ.

როგორც საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მიდიან მოქალაქეებთან და პირადი მონაცემების გაცემას სთხოვენ.

„ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან დევნილები და სოციალურად დაუცველები, რომელთაც აქვთ შიში, რომ თუ პირად მონაცემებს არ გასცემენ, მათ შეიძლება სოციალური დახმარება მოუხსნან. მოქალაქეს აქვს უფლება, ასეთი ინფორმაცია არ გასცეს და ვერავითარ შემთხვევაში მათ დახმარებას ვერავინ შეუწყვეტს”.- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

იტვირთბა....