აშშ-ის პროკურატურამ ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.
პროკურატურის ინფორმაციით, 28 წლის ეჭვმიტანილს ბრალი 5 მუხლით აქვს წაყენებული. მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს ნიუ იორკში აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. ნიუ ჯერსიში კი ჩანთა აღმოაჩინეს, რომელშიც ხელნაკეთი ბომბები იყო მოთავსებული.