ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ობამას ბოლო მიმართვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ბოლოჯერ მიმართა გაეროს გენერალურ ასამბლეას, რომელიც მსოფლიო ლიდერებს უყრის თავს. მიმართვაში პრეზიდენტმა ყურადღება ახლო-აღმოსავლეთზე და მსოფლიო წყობის რღვევაზე გაამახვილა.
„ჩვენ ვხედავთ როგორ ზღუდავენ ჟურნალისტებს მთავრობები და როგორ ქმნიან ცენზურულ კანონებს. ტერორისტული ქსელები იყენებენ სოციალურ მედიას და ამით ახალგაზრდებს იზიდავენ, შედეგად კი ძალადობით გამოწვეული ბრაზი უცოდველი მიგრანტებისკენ და მუსლიმებისკენაა მიმართული. ძლიერი სახელმწიფოები კი საერთაშორისო სამართალს უგულებელყოფენ. ასეთ სამყაროში გვიწევს ცხოვრება.“ -განაცხადა ობამამ გაეროს შტაბბინაში.
გამოსვლისას ობამამ რუსეთზეც ისაუბრა. თეთრი სახლის ლიდერს მიაჩნია, რომ რუსეთი დაკარგული დიდების აღდგენას ძალის გამოყენებით ცდილობს.
“მსოფლიოში, რომელშიც იმპერიების პერიოდი წარსულს ჩაბარდა, რუსეთი ცდილობს ძალის გამოყენებით დაკარგული დიდება აღადგინოს.
თუ რუსეთი გააგრძელებს თავისი მეზობლების საქმეებში ჩარევას, მისი საკუთარი საზღვრები კიდევ უფრო დაუცველი გახდება”.- განაცხადა ობამამ.
აშშ-ის ლიდერმა ასევე კატეგორიულად გამორიცხა სირიის კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირების შესაძლებლობა. მისი თქმით, სირიის ხუთწლიანი კრიზისის დასრულება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.

იტვირთბა....