ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“საკითხი დგას არა ისე – იქნება თუ არა ვიზალიბერალიზაცია, არამედ – როდის”

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰაიკე  ფაიჩი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ამჟამად საუბარი მიდის არა იმ საკითხზე, უნდა ჰქონდეს თუ არა უვიზო მიმოსვლა საქართველოს, არამედ როდის ექნება მას ამის შესაძლებლობა.
„საქართველომ აირჩია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა და ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მოაწერა ხელი. ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება. ძალიან მოხარული და კმაყოფილები ვართ იმით, რაც საქართველოში კეთდება და რა გზითაც მიდის ქვეყანა. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, აქ საკითხი დგას არა ისე – იქნება თუ არა ვიზალიბერალიზაცია, არამედ – როდის. მე ვერ გეტყვით, როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას, რადგან ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. ეს ევროპული ინსტიტუციების გადაწყვეტილებაა.“-აცხადებს გერმანიის ელჩი.

იტვირთბა....