თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის და ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, მუხრანის, რატევანის, ნაგომარის, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გლინკას, ჩარგლის, გუდამაყრის, ლიახვის, შენგელაიას, ჟინვალის, ბოგვის, ზიგზაგის და გვაზაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე 20-20 წუთის მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის, ჯორჯ ბუშის, აწყურის, დოესის, შორაპნის, კახეთის, ნავთლუღის, ჰოლბრუკის, ჰოსპიტლის და ჭრელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.
იტვირთბა....