26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ”ქართულ ოცნებას” 5 კითხვით მიმართავს:
”მე იმ ღამეს იქ ვიყავი. მერე რამდენიმე დღე რაიონ-რაიონ ვეძებდით ნაწამებ ადამიანებს ელჩებთან ერთად. ეს ამბავი ყველამ იცის, ამიტომ კადრების ნახვა არ მჭირდება ამ საშინელების აღქმის და პასუხისმგებლობის მოთხოვნისთვის.
მხოლოდ ხუთი კითხვა მაქვს, მაინც ხუთოსნები გახდით:
- როდის მიიღო პროკურატურამ ეს მტკიცებულება? საქმეში უნდა ეწეროს და გვითხარით;
- იმათ თუ ჰკითხეთ სიაში და ოლქებში მსუყედ რომ გყავთ წარმოდგენილი, ამ წამების რეჟიმის წარმომადგენლები, მეგობრები, დამფინანსებლები, გულმხურვალე მხარდამჭერები, ხელისგადატყავებამდე ტაშისმკვრელები?
- ეს საქმე მურუსიძეს უნდა განასჯევინოთ?
- რატომ იყავით წინააღმდეგი სწორედ ამ და მსგავს საქმეებზე საგამოძიებო კომისიის და სისტემური დანაშაულისთვის სახელის დარქმევის?
- ვინ მოკლა ნიკა კვინტრაძე? ამას საპრეზიდენტო არჩევნების წინ გვანახებთ კინოში?
არანაკლები სირცხვილია ადამიანების ტრაგედიით, სახელმწიფოთი მანიპულაცია”, – აცხადებს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ დარბევის საქმეს, რომელზეც მთავარმა პროკურატირად კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა.
გია ლორთქიფანიძე ამჟამად უკრაინაში, ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს.