ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როდის მივა დაკითხვაზე: გიორგი ლორთქიფანიძის კომენტარი ოდესიდან

ყოფილი  შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებას მის დაბარებასთან დაკავშირებით „პირველ რადიოს“ ოდესიდან  პასუხობს:

 

,,მე 26 მაისთან დაკავშირებით დაკითხული ვარ პროკურატურაში და მიცემული მაქვს ამომწურავი ინფორმაცია, რაც მაგათ აინტერესებდათ და რაც ჩემთვის იყო ცნობილი. მე საქართველოში ვიმყოფებოდი გასული წლის ივნისის თვემდე და არასდროს, როცა პროკურატრას რაიმე კითხვა გააჩნდა ან პოლიციას, ყოველთვის ვთანამშრომლობდი დღეს მაქვს სამსახური, ვმუშაობ უკრაინაში, ნაციონალურ პოლიციასი ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსად, ვარ ძალიან დატვირთული და ჯერ არ მეკუთვნისს შვებულება. აქედან გამომდინარე, როდის მომიხერხდება საქართველოში ჩამოსვლა ვერ გეტყვით,“-ამბობს გია ლორთქიფანიძე „პირველ რადიოსთან“.

 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს დაკითხვაზე იბარებს და გამოსაცხადებლად გონივრულ ვადას აძლევს.

იტვირთბა....