ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის რადა რუსეთის დუმის ახალი შემადგენობის ლეგიტიმურობას არ აღიარებს

უკრაინის უმაღლესი რადა რუსეთის ახალადარჩეული დუმის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. შესაბამის გადაწყვეტილებას რადას 264-მა დეპუტატმა დაუჭირა ხმარი.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტი არ აღიარებს დუმის არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, მის შემადგენლობას, უფლებამოსილებებს, მიღებულ აქტებსა და გადაწყვეტილებებს.

უკრაინელი დეპუტატების გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ე.წ ყირიმის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები იყო.

უმაღლესი რადა მიმართავს გაერო-ს უშიშროების საბჭოს და გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, უცხო ქვეყნების პარლამენტებს, საპარლამენტო ასამბლეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ და რუსეთის სახელმწიფო დუმის ახალი შემადგენლობის ლეგიტიმურობა არ აღიარონ.

უკრაინელი კანონმდებლები გაეროს 1994 წელს მიღებულ აქტს ახსენებენ, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღიარა. ყირიმს კი უკრაინა საკუთარ ტერიტორიად ტერიტორიად განიხილავს.

რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია 2014 წელს მოახდინა.

შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18 სექტემბერს ჩატარდა.

იტვირთბა....