თურქეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, თურქეთში, გიულენის მოძრაობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 27 000-ზე მეტი მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს, 9 465-ს კი სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერეს. ინფორმაციას Hurriyet Daily News-ი ავრცელებს. დათხოვნილ მასწავლებლებს 10 ოქტომბრამდე 20 000 ახალი მასწავლებლით ჩაანაცვლებენ.
იტვირთბა....