ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“4 წელი რას იძიებდა ეს ხალხი?”

პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, ე.წ 26 მაისის საქმეზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი დაუმძიმდათ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია “ტვ პირველთან” გამოეხმაურა:

“ჩვენ სწორედ იმიტომ ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს, რომ ეს დღეები წარსულისთვის ჩაგვებარებინა. რაც მთავარია, დამნაშავეებს უნდა ეგოთ პასუხი. ეს უნდა მომხდარიყო პირველივე წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა. ყველა ასეთი დანაშაული პროკურატურის კვალიფიციურ თანამშრომლებს და არა ისეთებს, რომლებცი ძევლად ასეთ საქმეებს “აპრავდებდნენ” უნდა გამოეძიებინათ და განხორციელებული ძირეული ცვლილებები. ეს არ მოხდა.

4 წელი რას იძიებდა ეს ხალხი? რატომ არ არის გამოძიებული სხვა შემთხვევებიც, რომლებიც ასეთ ძალადობას უკავშირდება. ეს მთავრობა უუნაროა. მათ ვერ მოახერხეს კვალიფიციური კადრების შეკვრა და ამ ყველაფერზე საკადრისი პასუხის გაცემა. როგორიც უნდა მიეზღოს დამნაშავეს”,- განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ დავით ახალაიას, მის მოადგილე ვასილ ლელუაშვილს, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს რევაზ შიუკაშვილსა და მეორე მთავარი სამმართველოს უფროს ლევან ქარდავას ბრალი წარუდგინა. ასევე, უწყების ცნობით, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობისთვის დაბარებულია შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. პროკურატურის ინფორმაციით, მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოსაცხადებლად.

იტვირთბა....