სირიაში გაეროს ჰუმანიტარული სატრანსპორტო კოლონა დაბომბეს. ქალაქ ალეპოდან სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ ურუმ ალ-კუბრაში მიმავალი 31 სატვირთო მანქანიდან დაზიანებულია 18.
გაერო-ს წარმომადგენელმა სირიის ქალაქ ალეპოსთან ჰუმანიტარული ავტოკოლონის დაბომბვას შოკისმომგვრელი და შემზარავი უწოდა.
სირიის სამოქალაქო ომის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.
სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტების ინფორმაციით, ავიადარტყმა სირიულმა ან რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა განახორციელეს.