პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუშის არჩევის საკითხზე ისაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა არ უნდა გააღრმავონ და გააჩინონ შეკითხვები სასამართლო სისტემის მიმართ:
„სასურველია, რომ პარლამენტის მიერ დასახელებული კანდიდატი ასევე იყოს საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე, რაც სასამართლოს მიმართ ავტორიტეტის ამაღლებას შეუწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნეგატიური განწყობა შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს. მთავარია, რომ ახლადარჩეულმა კანდიდატებმა ხელი შეუწყონ სისტემის მიმართ ნდობის დაბრუნებას და განწყობის ამაღლებას“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.