iPhone 7 და 7 Plus სმარტფონების კონტრაბანდული პარტია დააკავეს მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში.
ახალი მოდელები ჰონგ-კონგიდან მოსკოვში ჩასულ რუსეთის მოქალაქეს ჩამოართვეს.
დაკითხვაზე მამაკაცმა განაცხადა, რომ 43 არადეკლარირებული კერძო მოხმარებისთვის გადაჰქონდა,-ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
IPhone 7 კომპანია „ეფლის“ ბოლო მოდელია. რუსეთის ბაზარზე ახალი მოდელები 23 სექტემბრიდან გამოჩნდება.