ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი რუსეთის დუმის არჩევნებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გმობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რუსეთის დუმის არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო პროცესს გმობს :

 

“ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღო უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში. ყოველივე ეს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. პრეზიდენტის აზრით, ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში, ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული. ეს ყველაფერი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს”, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას „მშვიდობის მემორანდუმთან“ დაკავშირებით:

 

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პრემიერის ინიციატივას „მშვიდობის მემორანდუმთან“ დაკავშირებით და პოლიტიკურ პარტიებს ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

მართალია, მემორანდუმები არ არის არჩვენების მშვიდ ვითარებაში ჩატარების სრული გარანტი. გარანტი პირველ რიგში, კანონის უზენასეობა და მისი დაცვაა. კანონის დაცვას კი, პრეზიდენტის აზრით, არ სჭირდება დამატებითი პოლიტიკური კეთილი ნება. ამისთვის უპირველეს ყოვლისა, შსს-მ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, უნდა შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და მიუხედავად პირადი პოლიტიკური სიმპათიისა, დაიცვას ყველას უფლება, აწარმოოს მშვიდი საარჩევნო კამპანია”,- განაცხადა მიშველაძემ.

იტვირთბა....