„პატრიოტთა ალიანსის“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელს შოთიკო ლატარიას გუშინ ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ,”-ამის შესახებ “მეტრონომს” „პატრიოტთა ალიანსის“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლალი მოროშკინამ განუცხადა.
მოროშკინას მაროშკინას განცხადებით, გუშინ ღამით იმყოფებოდნენ ნაძალადევის რაიონის პოლიციაში, სადაც ცემის ფაქტი დაფიქსირებულია, ახლა კი პროკურატურა ლატარიას ექსპერტიზაზე გადაიყვანს.
„შოთიკო ლატარია ღამით ჩემს პლაკატებს აკრავდა. მასთან მივიდნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და განუცხადეს, რომ იქ სოფო კილაძის პლაკატებია გაკრული. მას დაუწყეს ქუჩურად და ქურდულად საქმის გარჩევა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ამ ერთ ადამიანს 5 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა. ლატარიას ქალა-ტვინის დახურული ტრამვა აღენიშნება და ამ წუთას გამოვიყვანეთ რესპუბლიკური საავადმყფოფოდან. ვაპირებთ დაშავებულის ექსპერტიზაზე გადაყვანას. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი “ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ ჩაიდინა. საერთოდ ძალიან უზრდელურად იქცეოდნენ წინა დღეებშიც და ვცდილობდით არ შეგვემჩნია. ისინი ჩემს პლაკატებზე სოფო კილაძის პლაკატებს აკრავდნენ. ვაპირებთ ცემის ფაქტზე ცესკოს მივმართოთ. აქ სამარცხვინო არის ის, რომ თავად პოლიციელმა სოფო კილაძემ, უნდა იცოდეს კანონი იმდენად, რომ თავად არ იყოს ამ ყველაფრის შემოქმედი. თუ არ იცოდა რას აკეთებდა მისი პარტიის ახალგაზრდული ფრთა, ეს უკვე მისი პრობლემაა. ჩვენ ვითხოვთ ცესკომ მოხსნას კილაძის კანდიდატურა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ცესკომ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამ მემორანდუმის მიხედვით, კილაძე უნდა მოიხსნას არჩევნებიდან. ექსპერტიზის პასუხს ველოდებით და შემდგომ უკვე ცესკოს ოფიციალურად მივმართავთ”. -განაცხადა მოროშკინამ.
“მეტრონომი” “ქართულ ოცნების” პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.