ახალი ამბები მთავარი სამართალი

უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა. ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართულ სასამართლოს პლენუმის სხდომაზე გახდა ცნობილი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის წინაშე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზეთეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა წარადგინა.

პლენუმის წევრები გაეცნენ წარდგენილ კანდიდატს, მიიღეს მისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დანიშნა თეიმურაზ ტუღუში“, – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

იტვირთბა....