ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ-ს სტუდენტები რექტორობის კანდიდატებს ხვდებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორობის კანდიდატებს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე ხვდებიან.

სტუდენტები არჩევნებში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი შარვაშიძის მონაწილეობას აპროტესტებენ და ძირითადი კითხვები სწორედ მასთან აქვთ.

„მოვისმენთ მათ ხედვებს თუ როგორ ხედავენ უნივერსიტეტის განვითარების გზას. ბუნებრივია, გვაქვს კითხვები, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ბატონი გიორგი შარვაშიძის კანდიდატურა. მასთან ურთიერთობის გამოცდილებამ გვაჩვენა ის, რომ ის იძლევა დაპირებებს, რომელსაც შემდეგ არ ასრულებს,“ – განაცხადა თსუ-ის სტუდენტმა, „აუდიტორია 115-ის“ წევრმა გიორგი არობელიძემ.

გიორგი შარვაშიძის კანდიდატურა მიუღებელია სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვისაც.

იტვირთბა....