თბილისში 46 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა ჩუღურეთის რაიონში, გორკის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არ იყო. არაოფიციალური ინფორმაციით გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეა და ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში ქირით ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ქალმა თავი მოიკლა და საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.