თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება გლდანის, ნაძალადევის, საბურთალოს და სამგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
გლდანის და ნაძალადევის რაიონებში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, მუხრანის, რატევანის, ნაგომარის, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გლინკას, ჩარგლის, გუდამაყრის, ლიახვის, შენგელაიას, ჟინვალის, ბოგვის, ზიგზაგის და გვაზაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, კარტოზიას, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, ნუცუბიძის, მარგიანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე 20-20 წუთის მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.