რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის გამო, ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებულ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს ევროკავშირი არ აღიარებს.
განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზეა:
„ევროკავშირი კვლავ რჩება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთგული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადებები ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.