არმაზ ახვლედიანის საარჩევნო ბილბორდი ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე უახლოეს პერიოდში უნდა აღდგეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. შესაბამისად, სასამართლომ დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ახვლედიანი სხვა მოთხოვნებს შორის, ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 6 ივლისის 28-ე დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლის თანახმადაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საარჩევნო სააგიტაციო მასალების გაკვრა იზღუდება.
„სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა იქცეოდა უკანონოდ ჩვენთან მიმართებაში, ბანერი მოიხსნა უკანონოდ, ახლა საქმე ადგილობრივ თვითმმართველობაზეა და კომპანიაზე, გაუძლებს თუ არა კომპანია ხელისუფლების ზეწოლას და რამდენად სწრაფად მოახერხებს ბანერის თავის ადგილზე დამონტაჟებას,“ – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ არმაზ ახვლედიანი ადგილობრივ ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდა. ახვლედიანის საარჩევნო შტაბის წევრების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, როგორ ხსნიდნენ აჭარის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო ბილბორდის.